↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნეტავ აქ იყო

დაიაური გელა

2026-07-181 წთ საკითხავი4580 ნახვა

—
ნეტავ აქ იყო, - მარტის თვეში ნახავდი მუცოს,პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, - გულანთებული,თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს,მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე - გაღმერთებული.
ნეტავ აქ იყო, _ იის მოსვლას ვუდარაჯებდი,დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღოს,მიწას გავხლეჩდი ანთებული მზერით - ხანჯლებით,აჩქარდებოდა გაზაფხულიც, შენ რომ აქ იყო.
ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარიდა რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . .ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილსასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.
ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი,კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდასტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდივუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.
დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებსნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ - მალე,თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი,მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.
ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი,გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით,- შემაშინეო, - სასაცილოდ ატირდებოდიდა შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით.
დაიაური გელა

დაიაური გელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი