პოეზია · ლირიკა
სამადლობელი უარის შემდეგ
წერილს სამადლობელს გიგზავნი დათან ვგრძნობ სიამაყეს ამოდ გიქებ,რადგან მაგ გულიდან, ვით ვაზიდან,დამჭკნარ ყვავილივით ამომიღე.დაუნანებელმა გულს ჩამაგე,დაშნა - უარი და დამდნარ სანთელს,სული შემიბერე და ჩამაქრე,ღამე, რომელმაც რომ გაგინათე.შენდა სადიდებელ ლექსთა წყება,დიდი სიამაყით აბულბულე,ჩემი სახელი კი დავიწყებას,ისე, ძველ ვალივით დაუბრუნე.წინა დღის კალენდრის ფურცელივით,სევდის სანაგვეზე მომისროლეღვინის გაბზარული ჭურჭელივით,მზერით დამცალე და მომიშორე.ჩემი სიყვარული რატომღაც შორსისროლე იაფი ალაფივით,წარსულს გადაუგდე სათამაშოდ,ხელში შემოხარჯულ კალამივით.არაფრად ჩააგდე მოლოდინი,გულიც აღარაფრად არ ჩააგდე,დაცლილ სიგარეტის კოლოფივით,ხელში დაჭმუჭნე და გადააგდე.ძველი წერილივით გაუგებრად,ცეცხლში ხელუკუღმა ჩაუძახე,სამგზის სამპირ ცეცხლით დამბუგე დასამგზის, მე, მადლობა ამოგძახე.თუმცა ოდენ ტანჯვა მიწილადე,სულში, კვლავ, ტრფიალის ცურავს ტივიდა მას შევინახავ სიკვდილამდე,შენი მშვენიერი სურათივით.