↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ინგლისი და შეერთებული შტატები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
აქ კი ინგლისი და ამერიკა -ორი ქვეყანა, ორი გიგანტი,ახლო მოჯარდა და მოერეკაყალხზე ამდგარი გათიშვის ლანდი.
ვერ მოახერხეს მათ მორიგება.პირველის მეფე დოლლარი არის;ვეშაპს, მსოფლიო ექსპლოატატორს,სურს შეებრძოლოს მეორე მხარეს.
ზღვების მეუფეს - ბრიტანეთს ძლიერსოკეანეზე სურს ბატონობა,დაეპატრონოს ბაზრებს ქვეყნიერს,კოლონიების სწყურის მონობა.
ამერიკა ჰქმნის საზღვაო ძალებს,მან კარგად იცის, რომ უდიერიზარბაზნების და ტყვიების ძალითთუ დაშინდება ეს ურცხვი მტერი.
იარაღდება! რა არის მისთვისდოლლარი? ის იქ აღარ ეტევადა ადგილს ეძებს, რომ დააბანდოსდა გადასწყვიტოს დოლლარის რყევა.
ორი გიგანტი, ორი მტაცებლისუსინიდისო, ურცხვი სახება,შეუბრალებლად, ადრე თუ გვიან,ერთიმეორეს დაეჯახება.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი