↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იმერლის მონოლოგი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ეხლა რა ვარ,წინად უნდა გენახეთმრავალ, მრავალვენახთა მევენახეთ!
ზე-ქარიშენ როგორ უნდა მართო?ეგ არი:ჩემი თავია მარტო.
წლები თუმც რბიან,როგორც რიონნი...წვერნი - ჭაღარად,თავნი - მელოტად,მაინც გამოვაბესარიონი -იმ დროს, როდესაცარ მოელოდეთ!
მღიმარესახეს ეხლა ვინ არ აჩენს?კი, მარა...ჩემი პურმარილითსხვას რად გაუმარჯოს?
გუფთა-გუფთადმიდის სუფთაღრუბელი,სდუმს წყალტუბო,როგორც ტუბოსიდონიას ქუჩის.არ მოვა ხვალგიორგი წყალტუბელი,ის სიმინდებს უჯის.
(გორელისა და ხონელისარ იყოს,რწყილის ტყავივინმემ უნდა გაიყოს).
ეხლა რა ვარ,წინად უნდა გენახეთ:მრავალ, მრავალვენახთა მევენახეთ.
ნუ გამოეხმაურებითჩემს აბნეულ შაირს:სხვა გვარად ვერ ვიტყვილექსებსსხვადასხვანაირს!
1933
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი