↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ინდოელების იყო მიტინგი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
ინდოელების იყო მიტინგი.იქ განაცხადეს:ჩვენთვის მრავალი ხიფათი დიდიამზადებს ბადეს...ახმაურდება სულ მოკლე ხანშიმრავალი ტომი...იქნებ სულ მალე იქნეს რევანშიმსოფლიო ომის.პროტესტები და მუქარა ისმის:ვერ შევეთვისეთ!უნდა დაიმსხვრეს იმპერიალიზმიბრიტანეთისა.მრავალი ღელვის იქნება თემაქვეყნის უფლება,სანამ ინდოეთს არ მიეცემათავისუფლება.და ეს სჭირდება თვით ინგლისის ერს.მის გულს, მის გრძნობას,სიმშვიდის საკითხს,ინგლისს, ევროპას.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი