↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭორის სურნელი

თედორაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი9863 ნახვა

—
ჭორაობდნენ ჭორიკნები,ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინები,ამოხოცეს ჭორის ნებითგალავნის და ბჭის გმირები.ფოთლებს მოსწყდა სევდის წვეთი,ჟამი იყო მიძინების,სხვა რა იყო ამის მეტი _ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინები.აღაზევეს აღმა ერთი,ჩამოართვეს სხვას ჩინები,რაღა იყო ამის მეტი _ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინები.ჭაჭანებდნენ ჭის გარშემოჭინკები და თხუნელები,იჭვრებოდა, იშლებოდაჭორი ჭარბი სურნელებით...
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი