პოეზია · ლირიკა
ხვალ უსათუოდ საქართველო გალამაზდება
ხვალ უსათუოდ საქართველო გალამაზდებაჩემი თეათი,შორენათი,ჩემი ირაკლით,და აღსრულდება ყოველივე, რასაც ვინატრი.
ისევ თეათი,შორენათი,ისევ ირაკლით -იგრძნობს მამული მოჭარბებულ გრძნობას სიახლის.
იამაყებენ ისტორიით,სიბრძნით, წინაპრით,ჩემი თეონა,შორენა დაჩემი ირაკლი.
უნდა იცოდნენ მამულისთვის მსხვერპლის გაღება,ამ კუდრაჭებმა,ამ ცელქებმა,მხნე და ლაღებმა.
უნდა იცოდნენ _ მოვითვლიდით რასაც სულ ადრე,ტაო-კლარჯეთზე,არტანუჯზეუნდა ზრუნავდნენ.
უნდა სტკიოდეთ ყველა ციხის ლოდი ბებერი,იცხოვრონ,როგორც საუკუნესახალს შეჰფერის.
არ დაივიწყონ უმთავრესი სისხლი სიმართლის,ჩემმა შორენამ,ჩემმა თეამ,ჩემმა ირაკლიმ!