↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთმა წუთმა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
გზაჯვარედინზე შავი დემონიწინ გადამიდგა მე ქალის სახით...„ოჰ, მებრალები - მან მითხრა - რადგანგზას ვერ გააპობ ვაი-ვაგლახით!
ბედნიერება არ არის ქვეყნადისეთი, რასაც პოეტები ქმნით,ეს არის მხოლოდ თქვენი ოცნებადა ჩაფიქრება, ისიც ცოტა ხნით.
იყავი ჩემთან, იყავ უგონო!ალერსით დაგწვავ, წამომყე, წამო,თუ ერთი წუთით მოგმადლებ შვებას,მთელ სიცოცხლეში უნდა ეწამო!“
ჩამჩურჩულებდა ეგ ნეტარი ხმა,ხმა ეგ ცბიერი, ხმა მომხიბლავი,ციურმა შვებამ გამომიქროლა,ოცნების ტალღებს მივეცი ნავი!
დაუფიქრებლად ამ ერთმა წუთმატკბილი ღიმი და ნაზ ფიქრთა ბინა,მთელი იმედი და მომავალიუცებ სრულიად დამაკარგვინა!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი