↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთხელ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
წვიმა და ქარი ერთხელ ღამით, შემოდგომისას,მძვინვარ ქარიშხლად გადაიქცა და იწყო ქროლა.დაიგუგუნა შუაღამის შავმა გრიგალმა,მიაწყდა ხეებს, ააკვნესა და აათრთოლა.
კარი, ფანჯრები, სარკეები მთლად აძაგძაგდენ,სანთელთა შუქმა ქარიშხალთან დაიწყო შებმა,მიირხ-მოირხა მოელვარე დიდი კანდელი,და რეკა იწყო მისმა მწვანე მინის მძივებმა.
მე ვკანკალებდი... უცნაურ ძალს ტყვედ ჰყავდა მაშინქარის აკორდად გარდაქმნილი ჩემი არსება.როგორ მწყუროდა ქარიშხალთან ერთად გაფრენა,ბრძოლა, სიცოცხლე, სიყვარული, სიამე, შვება!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი