პოეზია · ლირიკა
თენგიზ აბულაძის ფილმის `მონანიების~ ნახვის შემდეგ
ცხოვრება გართულდა,სიცოცხლეც გართულდა,მომავალსსხვანაირს ვხედავ,ცრემლებმა გამრიყაცრემლგამშრალ წარსულთან,შვილო და მშობელო დედავ!ბევრი მაქვს სათქმელიმრევლთან და მოძღვართანდა თუკი აუგი ვკადრე _ეს გულიტირანთა დაფდაფში ოხრავდა,ეს გულიკვდებოდა ადრე...ვის უნდა ლოცვა დაცოდვილი სტრიქონი,თაყვანი ვის უნდა ქირით,მეც ვკიცხავ, ძვირფასო,ჩემს დაღლილ დუმილს დამდუღარე ცრემლებით ვტირი.