პოეზია · ლირიკა
იალბუზი
გიორგი ბასილაძეს
თითქოს სამოსს იხდიდაქალი მზეთუნახავი,იმგვარად შორდებოდანისლიცა და ღრუბელიციალბუზს და მთლიანადკავკასიის ქედს.შენთვის,ჩემო გიორგი,სხვა რა მეთქვა ახალი,დაბლა _მთები ცხვრებს ჰგავდნენ,მაღლა _ცხენებს უბელოს,გვერდით კიდევ _ასაფრენადგამზადებულ მტრედს.ის კი _უბრწყინვალესი,თეთრი,აღზევებული,იდგა, როგორც ქალწულისმკერდი ყოვლის მზაფრავი.და ჩვენ _მისი მნახველი,მისით დატყვევებული,ვერ ვნატრობდით უკეთესს _სხვა მკერდს,სხვა მზეს,სხვა ყვავილს!