↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორი სამყარო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2006-09-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
ეს არის - სივრცე,ბევრ-ათეულიხვეული, ერთიგზით მონადენი,მილიარდ ციფრზევერ დატეულირამდენი ტყვია,შებმა რამდენი.
ეს არის - ისევაღდგენა მთელიბელორუსიისდა უკრაინის,მოსკოვს სალუტთახმა დღევანდელიდა ჟრუანტელიბნელი ბერლინის.
ეს ის არის, რომაეგოს წესიდა ჩაჰკვდეს კრეზისგაყაჩაღება,რომელსაც ჯარიუძლიერესიმტვრად აქცევს,როცა დაეჯახება.
ეს არის ნგრევატრესტის, მაგნატის,მიხაკისფერთადღეობათ ნგრევა.მეურნეობა,ქვესკნელს რომ ჩადის,კრიზისების რომარ არის ტევა.
ეს არის მარცხიერზე ძალობის,უიდეობისყალბი ტრიუმფის,გამოფიტულიკინო-გალობის,გაყალბებულირადიო-რუმბის.
ეს არის - ეხლაძალა გამტყდარი,ხავსმოკიდებადა ცბიერება,როს შველას ითხოვსჩონჩხად გამხდარი,სუნთქვაშეკრულიმეცნიერება.
ეს არის ბნედაშხამით დათრობის,დამპყრობელებისმდაბალ მოძღვრების,ცეცხლს მიცემულიტილო მხატვრობის,ნაღმში მყოფი ბჭეხუროთმოძღვრების.
ეს არის პრესა:შლის ყვითელ ალამს,პრესა გახრწნისა,პრესა დაცემის,ამაოდა სჩრისმოსყიდულ კალამსმწერალს ბუნაგიქურდ-ბაცაცების.
ეს არის უხვადდაღვრილი სისხლი,მასთან სხვა სისხლიმონაგონია.ეს არის მტერთასიცხე და ზიზღი,იმისი დაგვადა აგონია.
ეს არის სიტყვა:ძირს მოძალენი,ეს გამარჯვებათარის კანდელი,ეროვნებათამარში. სტალინი.აი რა არისდღე დღევანდელი.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი