↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორი პოეტი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ვარდს ვინ არ აქებს? ის კი, ობოლიბაღში იზრდება ტუჩზე ღიმილით..მე შევამჩნიე, რომ იმის ახლოორი პოეტი მივიდა დილით..ერთმა შეახო ნაზ ყვავილს ხელი,იფიქრა რაღაც.. ცრემლი დაღვარა,და მეორემ კი ყმაწვილურ ჟინითვარდს აკოცა და გადიხარხარა..შემდეგ.. შემდეგ კი მე გავიგონე,როგორ კვნესოდა პირველის ქნარი,და რა იმედით გამსჭვალულიყომეორეს სიმი ვნებით გამთბარი.ჩემო ნუგეშო, რისთვის ვუძრახო,მაშ, შენს კოცნას და ჩემს ვნების სიოს,თუ ვარდსაც ძალუძს, ამ გაყინულ ვარდს,დარდიც და ლხენაც გამოიწვიოს?
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი