პოეზია · ლირიკა
* * * უნეტარესო
უნეტარესო,თუ დამიჯერებ, მე მეშინია შენი არსებობის,რადგან კეთილშობილი თვალებითვნების კოცონზეწვავ ჩემი კაცობის უძვირფასეს გვირგვინს _თავშეკავებას.ვგრძნობ, როგორ მიახლოვდები.იწყები შენ და ვმთავრდები მე.ახლა უკვე აღარ მახსოვს, თუ რა გზებითმოვედი შენთან, რა ამშვენებდა ჩემს სავალს -ნარ-ეკალი თუ გვირილები.მე არაფერი მახსოვს, ვარ არაფერი,წყვდიადში ჩაკარგული არაფერი!!!გიკვირს ალბათ -არაფერს როგორ ეშIნია შენი არსებობის...შენს იქით მზეა,თვაუწვდომელი ველია შენს იქით,ათასნაირი ყვავილებით შემკული.ყველაფერში შენი შუქი და სხივია.ყველაფერი შენა ხარ.ნეტავი მქონდეს ძალა - გავანადგუროშიშის საზღვარი,შენს ბაღში გადმოვიდე,შენი ყვავილებით დავტკბე,შევეთვისო შენს სინაზეს,შენი სიცოცხლით ვიცოცხლო...მე ხომ შენს გარდა არაფერი მახსოვს,უნეტარესო!