↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სდუმს არემარე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
სდუმს არემარე,ზეციდან მთვარეუხვად სხივს აფრქვევს დანამულ მდელოს.მიჰქრის ნიავი,რომ მომხიბვლელივარდს კოცნა უძღვნას და ააცრემლოს.
*ბაღში ნაკადისზვირთი ზვირთზე ხტის,ვაზი ობოლი ირხევა, კრთებადა იქვე გაშლილსნაზად ზრდილ ყვავილს -„არ შემიყვარებ?“ - ეჩურჩულება.
*მთების მწვერვალებს,მინდვრებს და ჭალებსმგოსანი მშვიდად უშტერებს თვალებს;მარტოობას გრძნობსდა კრძალვით ფიქრობს:„ვინ შევიყვარო? ვინ შემიყვარებს?“
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი