↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სიმაღლეებზე აღმართულო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
სიმაღლეებზე აღმართულონანგრევო ტაძრის,ვითარ დიდია შუბლის შენისშორი შვენება.
შენს ჩუქურთმაში ვერ შეჭრილაგადაშენება,ვერ გეკარება დავიწყებაფერფლის და ნაცრის.
შენ გადაურჩი ჟამთ სიავეს,მტერთა სიმკაცრეს,სარკემ დროისამ დაგვანახვასხვა მოჩვენება.
შენზედ ამართულს, მნგრეველ ხელებსსდევს შეჩვენება,შენ უკვდავი ხარ. შენი ფუძემაინც ვერ დაძრეს.
შენი ცა ბრწყინავს. ქვევით ჩქარიმიჰქრის რიონი,შარავანდედით ბრწყინვალეთიკავკასიონი -არ შეირხევა - და არ იტყვის:რა გვემართება!
სწორედ ამ ქვიდან, მესხეთამდე,კიდითი კიდით,სწორედ შავ ზღვიდან დარუბანდისკარებით დიდით -ახალი მძლავრი პოეზიააღიმართება.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი