↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სდგას ხეივანი სასახლის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
სდგას ხეივანი სასახლის წინ. მთვარიან ღამითმას აგონდება დამსხვრეულთა დროთა რხევანი,ადამიანთა ტალღა მიდის წამითი-წამით.ომები, ჯარი, ავსებული სხვადასხვა შხამით,სხვადასხვა მხრიდან მოგონებათ სცემს შადრევანი.მაგრამ მას ახსოვს: დაივიწყა ღამის თევანი,მოვიდა ქალი ცისფერ ლიფით, თვალებზე ნამითდა მასზე ფიქრში მთვარეული წამოსასხამითსდგას ხეივანი.გაშლილი თმები. მწუხარება გრძელი წამწამითუეცრად შემკრთალ შუაღამის - მღვრიე მტევანი.„მკაცრო დღეებო, - ამბობდა ის, - თქვენ გამაწამეთ“...სდუმს ხეივანი.
1919
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი