პოეზია · ლირიკა
წვიმა წვიმს და ნამი არა
`წვიმა წვიმს და ნამი არა~,დამწვარ გულზე გადიაროს,ღრუბელივით ჩამიარა,სულ მიკლავს და ვდარდიანობ.ვდარდიანობ,ვდარდიანობ.
დარდმა დარდი შეიკედლა,ფიქრი გამიბარდიანა,სხვა გზაჩემთვის არსად არის,შენთან მოვალ დარდიანა.დარდიანა,დარდიანა.
ცრემლი შუბლზე დამაპკურე,რომ სიკვდილი ვაღიარო,დამფალ ოთხ გზის გასაყარზე,გულზე წყვილმა გადიაროს.გადიაროს,გადიაროს.ვხედავ გორებს,ყვავილნარებს,ზამთრის ქარით მომიკოდილს,შენ ნისლებზე მსუბუქი ხარშენ ღრუბლებში მიმოქროდი.მიმოქროდი,მიმოქროდი.
ვხედავ წვიმით გადათქორილსავარდეს და სავენახეს,ნეტა ერთხელ, როგორც მიჯნურს,მხოლოდ გულით დაგენახე!დაგენახე,დაგენახე!
`წვიმა წვიმს და ნამი არა~,დამწვარ გულზე გადიაროს,ღრუბელივით ჩამიარე,სულ მიკლავ და ვდარდიანობ.ვდარდიანობ,ვდარდიანობ.