↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოთხი უსათაურო

ლადო ასათიანი 1917–1943

2014-05-131 წთ საკითხავი4994 ნახვა

—
***რად გაიფურჩქნე, წინანდლის ვარდო,რად ააკვნესე ლერწამის ღერი!დარდი ვარ მარტო, დავდივარ მარტოდა ეთიმ გურჯის ბაიათს ვმღერი:― წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია!
***გთხოვთ არ გაიგოთ სხვანაირ სახითეს გახუმრება და ეს ბარათი,მე მინდა თქვენთან დავიდგა სახლიდა მთაწმინდაზე დავრჩე მარადის.
რომ შთაგონებით მთვრალი და ხელივმღეროდე თქვენი ტრფობის თილისმით,თქვენ მოიღეროთ ჯეირნის ყელიდა გიყურებდეთ მთელი თბილისი.
***მიმატოვე და მალულადახლა ვეღარ გხვდები,ნაფიქრალით დაფარულანსაქართველოს მთები.როგორ სწრაფად წამიხვედი!სიტყვაც კი ვერ გითხარ...შენს უნაზეს ძახილს ველი,ჩემო კარგო, დიდხანს!ვუმზერ მეტეხს, ნარიყალას,შენ კი ვეღარ გხედავ,გაიღვიძე, ჩემო ყველავ,ჩემო სულის ერთავ!
ძველებურად, ჩვენებურადჩავუაროთ ისანს.კაცი ვარ და ქუდი მხურავსქართველს შეუშიშარს.მიმატოვე და მალულადახლა ვეღარ გხვდები,ნაფიქრალით დაფარულანსაქართველოს მთები.
***― ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, —ასე იტყვიან შენზე ქალები,და შენც ასეთი ნაზი და კოხტასიყვარულს ვერსად დაემალები.
― ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, —ასე იტყვიან შენზე ლოთები,და შენც ასეთი ნაზი და კოხტაახალ სიყვარულს დაელოდები.― ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა, —ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები,გამიხსენებენ, როგორც ნიკალას,და თბილ სამარეს დააბიჯებენ.
1939
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი