↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაკაშურის წისქვილები

ლადო ასათიანი 1917–1943

2023-05-121 წთ საკითხავი10105 ნახვა

—
მე მიყვარს თქვენი ხის სასთუმალი,თქვენი ბორბლების მძლავრი გრიალი,თქვენი ჭალების ხშირი სტუმარი -ლურჯა აფხაზურუნაგრიანი;
თქვენი ქაჯები და ალქაჯებიია-იების თვალთა ბრიალით,მთვარიანში რომ დაალაჯებენბროწეულისფერ თავსაფრიანნი;
თქვენი სიზმრები, თქვენი ზღაპრები,ღარის წყალივით გადაგდებული,და საკალმახე ფიჭვის ლამპრები,სიყვარულივით განათებული!
თქვენ, წისქვილებო, უნეტარესიშთაგონებების რომ ხართ სადგური,თქვენ, გუმარეშის მწვანე ჭალებშიოცნებებივით რომ ხართ ჩადგმული.
ვერ დამაოკებს დიდი მანძილი,ლექსო, სადავე მომეც ქარების!თქვენს გაურანდავ ტახტზე გაზრდილი,თქვენს სანახავად მოვეჩქარები!
მკლავს ნამკაშური - მინდვრის იმედი,ფოთლების ნამით ადიდებულიდა ცეცხლაპირას ნედლი სიმინდი,გლეხის ბიჭივით ატირებული;
მკლავს თქვენს გამჭვარტლულ ჭერქვეშ შეკრებილსახლიკაცების გრგვინვა-ბუხუნი,რომ გადმოლახეს შიშველ ფეხებითყანა ცვრიანი და გამუხლული.
მკლავს შევარდენი, ფრენით მოღლილი,მზის ბრწყინვალებით დაფეთებულიდა მეწისქვილე წელში მოხრილი,სულ ერთიანად გათეთრებული.
მკლავს, მაგრამ დღემდე ვერ მოვუკლავარ,სიყვარული მჭირს განუკურნელი,მკლავს ჩემი ტკბილი ლეჩხუმის ჰავა, -ახლად დაფქვილი ხორბლის სურნელი.
თქვენ, წისქვილებო, უნეტარესიშთაგონებების რომ ხართ სადგური,თქვენ, გუმარეშის მწვანე ჭალებშიოცნებებივით რომ ხართ ჩადგმული...
1941
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი