↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყური უგდე

თურმანიძე თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი1306 ნახვა

—
ინგრევა კოშკი სიყვარულით აშენებული,ვით ძველი რომი, ან ბაგრატის კოშკი–ტაძარი.გალაკტიონ ტაბიძე
ჭოროხის და მტკვარის ბუტბუტსყური უგდე, შენ , ქართველო,საქართველოს ძველი მიწისწიაღიდან მოაქვთ ლელო.
ყური უგდეთ მღვრიე ტალღებს,სისხლითა და ცრემლით ნაზავს,არტანუჯის,იმერხევისდა შავშეთის ტაძრებს მრავალს.
შატბერდი და ტაოს კარი,ოშკი, ტბეთი, ყველის ციხე,ანჩა,ბანა და ართვინი,დღესაც რომ გვწვავს მათი სიცხე.
ბევრგან თურმე სამლოცველო ,საჯინიბოდ მოუწყვიათ,წინაპართა საფლავის ქვა,ცხენის ფლოქვებს მოუთხრიათ.
გრემში,ჯვარში და გელათშიჩვენი ქვეყნის ისტორია,წინაპართა წმინდა სისხლითმათ კედლებზე გვიწერია.
მოვუაროთ,მოვიკითხოთ,ხიხანი და ნინოწმინდა,ბეთანია,ბეშთაშენი,მოწამეთა, ნიკოწმინდა.
იყალთო და ახალციხე,სიონი და აფსაროსი,ბარალეთი და ბედია,ნარიყალა და ფაზისი.
წინწყარო და ანანური,ოპიზარის მონასტერი.ვარძია და ალავერდისიამაყე არის ჩვენი.
ყური ვუგდოთ მტკვარს მცხეთასთან,ქართულ ტაძრის ყველა კედელს,პეტრას ციხის ნანგრევ ფუძესდა მამულის ბებერ ქედებს.
მოვეფეროთ ,მოვუაროთ,წინაპართა ძვალთშესალაგს,სიცოცხლის და რწმენის ფასადაშეებულ ყველა ტაძარს.

თურმანიძე თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი