პოეზია · ლირიკა
სული ყოფილა
გულმა იტიროს, დარდს გადიყოლებს,თვალს ცრემლი სცვივა, შვებას მოგიტანს.სული, სული ნუ აგიტირდება,სულის ტირილი კარგს არ მოგიტანს.სულზე ვინ ფიქრობს?_მგონი არავინ.გული რომ გტკივა იქნებ სულია,სიყვარული და ნაზი ალერსი,იქნებ გულივით მასაც სწყურია.ნეტავი გულში ჩამახედვინა,იქ დამანახა სული ფოფინა,ბედის ბორბალი და სასწაული,თუ კი ყოფილა – სული ყოფილა.