პოეზია · ლირიკა
განუმეორებელი განმეორება
მთვარეს დაუხურეს ყველა პრემიერა,ღრუბელს შეუმოსავს ზეცის კამარები,ნეტავ შემახვედრა ვინმე„ შენმიერა “,ვინმე ემოციით დაუსამარები...ერთს რომ შემოგცინებს მზიურ შენაფერი,მერე ის ღიმილი დაგდევს თილისმებად,თუკი თბილისია შენთვის ყველაფერი,მთელი დედამიწა გაგითბილისდება...თუნდაც უნუგეშო იყო ყოფიერადსულში ჩაიღვრება ჩუმი სონეტები.ტვინის ხვეულების გაუცნობიერადგულის სიღრმეებით რომ გადმომედები.და ამ გადავსებულ გრძნობის პათოსიაფიქრთა ტიტანური ძალით ელვარება,რომ ვერც სიმაღლეზე ყოფნით გათოშილასიტყვის უსასრულო ამომწვერვალება...რადგან ღამეებიც ბევრი გავათიე,წყვდიადს სინათლისკენ ისევ გავაცურებ,ლექსში სათქმელი კვლავ ვეღარ დავატიედა კვლავ დასაწყისი სიტყვით დავასრულებ!მთვარეს...