პოეზია · ლირიკა
დეკემბრის თბილისი
რა ლამაზია, თბილისი ახლა,დეკემბერში რომ მზე ჩადის დიდგორს,გრძნობის იმხელა ამალა მახლავს,დავითის ჯარი მარტყია თითქოს...
თითქოს აფრინეს აგვისტოს მაცნედა დამშეული რეკენ ზარები,მთვარე კი ისეთ სამოსელს მაცმევს,მსურს შევუმტვრიო მომხვდურს კარები.
და გადავლახო მეც ეს დაისი,ვითარც გაჰკვეთეს ბევრჯერ მერნებით,როგორც ალპებში ედელვაისიმეც ამ ხეობებს ავედევნები.
ავედევნები, ყველა იმედებს,და მთაწმინდაზე რიჟრაჟს ვემთხვევი,თუკი განგებაც გამოიმეტებსშეგეჩეხები სადმე შემთხვევით.
შუა ზამთარშიც მოხვალ აპრილად,თუნდაც ყინვებმა ძლიერ იწივლოს,თუ მაგ გულმაც არ გამინაპირა,მოგიპარავ და ერთად ვიხილოთ.
რა ლამაზია, თბილისი ახლა...