↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * თუკი მარტოობა მომელის

არაბული გელა

2016-01-131 წთ საკითხავი1936 ნახვა

—
თუკი მარტოობა მომელის და,გულიც უშენობით დაზაფრულა,ჩვენი შეგრძნებების ობელისკთანიქნებ ამოხეთქო გაზაფხულად,
იქნებ მაშინ მაინც გამტევანდე,სანამ ჩამოცხება ივლისურად,სანამ ძველ ხირიმსაც გავტენავდედა მტერს მივაცლიდე თბილისურად
ტაიჭს მოვაფრინდე გაქროლებულს,თუკი სიყვარულის მონა ვარ და,იქნებ მაშინ მაინც ათრთოლებულ,შენს გულს ვიხილავდე ოდნავადაც
როცა ქარები და ამინდები,სურვილს მოგპარავენ მომეტებით,ვეღარც დაგიცავენ რაინდები,ვერც სხვას გაჩუქებენ პოეტები.
ო, ამ წუთისოფლის აკორდებიც,მაინც საბოლოოდ იქ მიქრიან,სადაც მხოლოდ უფალს ვაგონდებით,როცა მხოლოდ მისით გვიფიქრია.

არაბული გელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი