↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზეცა ნაწვიმარზე

არაბული გელა

2016-01-131 წთ საკითხავი1923 ნახვა

—
ზეცა ნაწვიმარზე უფრო ცისფერია,მწუხრის ღრუბელმა კი ვარდი ითავისა,ჟინით მოვარდნილმა თქეშის იმპერიამლაღი შეგრძნებები გადამიხალისა,თითქოს გულის ძგერაც ქარმა მოიტანა,ვრცელთა, უდაბნოთა ცხელი ქურებიდანდა კვლავ მოტყუებით ჩემთვის მოიპარა,შლეგი არაბული ბედაურებიდან.
ისევ მათი ქროლვის ხმები შევახიემიწის, ჰაერის და ზღვების გასაყარებს,გზებმა, განსაცდელიც ბევრი შემამთხვიეს,მაგრამ ვერაფრით ვერ ჩამომასაპყარეს...
და ამ ათრთოლებულ გრძნობის კორიანტელსუკვე დედამიწის სტანჯავს სივიწროვე,იქნებ სულ სხვა თოვლით გადავთოვლიანდეთ...იქნებ სულ სხვა ცეცხლის ალით მივიწვოდეთ,როცა უფერობის სავსე მდინარედან, გული მაგ თვალებისზღვაში გადაცურდა, ნეკნი დაკარგული თვითუწინარედან, მინდა მოვიპოვო თუნდაც აღსასრულთან...
რადგან ამ გრძნობების მთელი აპოგეა, არის უკვდავებისძებნის ხელოვნება, რადგან სიყვარული თვითონ სამოთხეამხოლოდ მას ვერ ერჩის გაერთფეროვნება!..

არაბული გელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი