↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩიბის

გაფრინდაშვილი ვალერიან

2018-01-131 წთ საკითხავი5607 ნახვა

—
მე მუდამ მახსოვს ძვირფასი ჩიბისს,ლამაზი ძაღლი, ქრისტეს თვალებით.როგორც ქალწული ამირეჯიბის,ის იყო სავსე იდუმალებით.ნახა ოდესმე თავის ინფანტა,ვით ქალბატონი გვიგვინოსანი.როს მოჩვენება მთლად გაიფანტა,დაეპატრონა ჩიბისს მგოსანი.იწყო ქუჩაში მან ხეტიალი,როს კვლავ ენახა ქალის ჩვენება.მაგრამ ავია ბედის ტრიალიდა ტრამვაების გამოჭენება.აგონდებოდა თეთრი დიანა,სარკის უფსკრული, ტყე, ნადირობა,მაგრამ ასულმა დაიგვიანა,არ შეასრულა ძველი პირობა.ლოდინის ცეცხლით იგი იწოდა,ინფანტისაგან მუდამ ხმობილი.იყო ქარული და ვინ იცოდა,თუ გადასრესდა ავტომობილი.აღარ მობძანდა მისი ინფანტა,როგორც ასული ამირეჯიბის.სასახლის ნისლი არ გაიფანტადა ყანწელები გლოვობენ ჩიბისს.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი