↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძაღლის სიმღერა

გაფრინდაშვილი ვალერიან

2005-09-121 წთ საკითხავი6413 ნახვა

—
ბნელ შუაღამით დატვირთული წუთი გვიანი,დავეძებ რითმას ჩემს ხსოვნაში თვით სიკვდილისთვის.მესმის სიმღერა და ვკანკალებ - არ ვიცი რისთვის,მესმის სიმღერა უვარსკვლავო და წვიმიანი.ეს არის ძაღლი, ეს არ არის ადამიანი,ჩემს სულს და ღამეს მიუნდვიათ ქვითინი მისთვის.შეირხა წუთი დანიშნული ფერმკრთალ ძილისთვის-უცხო სიმღერის დამეწვეთა ხმა შხამიანი.
ძაღლი იტანჯის მარტოობით და შავი ღამით,მას ჩემი გული ესალმება მწარე სალამით.ძაღლი ადუმებს თავის კვნესას და ისევ იწყებს...
ო! ამ სიმღერას ჩემი სმენა ვერ დაივიწყებს,ღამის წყვდიადში ვიღუპებით, ვქრებით ჩვენ ორიდა უკვდავ ყორნის მაგონდება მე ,,Nevermor"-ი
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი