პოეზია · ლირიკა
წვიმის პროფილი
ეს წვიმიანი დღე-ჯარაოზიგამოაქროლებს წარსულ იმედებსდა მოგონება თეთრ მარაოსიჩემთვის სიხარულს ზანტად იმეტებს.მე მახსოვს მისი მწვანე მანდილი,გულმოღერილი შავი ტუფლები,და თუ შევიქენ მე - ავთანდილი,მის მორჩილ ხელებს დავეუფლები.კვალად ჩქარ სხივებს გაუზიარებსიმის ჭორფლიან სახეს დაისი.და ჩემი ტრფობა უზენაესიისევ დაითვლის თავის იარებს.ვიწრო წვიმიდან მისი პროფილიგამოიხედავს მეტი წვალებით,მის მოჩვენებას მე ორჭოფილიდაღლილ ღიმილით ვენაცვალები.მას მიაცილებს წვიმა სოველი,თუ მარტო მიდის ქალწულ ბინაზე;და ატირდება ჩემი სინაზე,ვით სექტემბერი დაუთოველი.