პოეზია · ლირიკა
წითელი ბატონები
შევხვდეთ ერთმანეთს საღამოს მინაში,ისე, ვით ლანდები, ვით ნაიმორები.მე არ დავიჩოქებ ქალწულის წინაშე,მის ბეჭედს ხალიანს არ ვეამბორები.
ჩაივლის ამაყად, ჩქარა ვით მერანიდა ზიზღით გააგდებს მარაოს ხელიდან.მე გაფითრებული რაინდი ვერანიოსევ დაქვიკვნესებ ფირუზის ბნელიდან.
და მე არ ავიღებ მარაოს მტვერიანს,არ ვეტყვი მშვენიერს: შენ გენაცვალე,მე არ გავუღიმებ თვალებს გიშერიანს: -მედიდური ტრფობისთვის გული ვაწვალე.
და ხშირად ვოცნებობ მე იმის სილაზე -მინდა რომ გამარტყას სახეში ველურად,წითელ ბატონების ცბიერი სინაზეაანთებს ჩემს ლოყებს ლალისფრად, გველურად.