↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წუმწუმების სიმღერა

გაფრინდაშვილი ვალერიან

2018-01-131 წთ საკითხავი5596 ნახვა

—
დღეს წუმწუმები დაიწვა ბევრი.მკვდარ პეპლებივით ქუჩაში ყრიან.ხმაურობათა დადუმდა ტევრიდა წუმწუმების ისმის არია:`როგორც მიზრაფნი, სწრაფად ვიალებთ,კოლოფი არის სკრიპკა ირიბი,ჩვენ პაგანინის ხელში ვტრიალებთ,და თავისმკვლელი გვატარებს ჯიბით,ჭლექი ასულის კვლავ მოლანდება,ეს მოგონება მაინც კარგია: -როგორც კაპრიზი, ჩვენი ანთებაუყვარდა ლილი მეუნარგიას.არავინ ფიქრობს ჩვენს გასვენებას,და კატაფალკი აღარ მოვიდა,ამაოთ ველით ლოცვით ხსენებას,თუ ვინმე ნაზი დაგვიგლოვდება!ჩვენი იღბალი, ჩვენი დარდებივინ დაიტირა გულით კეთილით?დღეს თუ ხვალ ტალახს ჩვენ ჩავბარდებით,ბორბალით, ფეხით გადაკვეთილი.არა! მოაწევს მაჩაბლის ღამე.ქარი დაბერავს სხვა გარინდებით,და რომ ვარსკვლავთა ვნახოთ სიამე,ვით წეროები, გადავფრინდებით~.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი