პოეზია · ლირიკა
თიკო თუმანიშვილს
მე მომაგონდა "ფიქრი" როდენის,როცა თქვენგნახეთ თიკო პირველად,ო, თქვენს თვალებში მარად ლოდინისსჩანს მწუხარება გასაკვირველად.როგორც ტირიფი თქვენ იცრემლებით,მარმარის მსგავსად პირმოცინარე.თავზე გასხიათ თეთრი ტყემლებიდა მიგაქანებთ ჩქარი მდინარე.თქვენი წარბები და წამწამები -ტანალეწილი მეძებრებია.თქვენი ძრახვები განაწამებიგამოუთქმელნი ობლად კვდებიან.არის თქვენს ხმაში კვნესა გედური.მარადი ლტოლვა ვისა რ დაღლიდა!როგორც მიმოსა სდუმს საყვედურიდა იცქირებით მეტ სიმაღლიდან.იქნება იცით თქვენ სულ სხვა რამედა ჩვენზე უფრო ხართ ბედნიერი?და თუ გადმოგცათ ფაუსტის ღამემთავის ჯადო, თავის იერი?ასწია ქარმა თქვენი სხეული,რომ ვარსკვლავებზე დაიჭრათ ხელი.უკან ბრუნდებით ცრემლმორეულიდა გადატყდება ქვითინში ყელი.