პოეზია · ლირიკა
სეზონის ბოლო (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)
კონცერტები მიწყნარდა, იყო არა იყო რა,ჩაიმღერა გიტარამც, სიჩუმეა დილიდან,გახელებულ დღეებმაც უცებ გადაიქროლადა ცარიელ ნაპირზე ერთადერთი წყვილი ჩანს.როგორც ქალის სხეული, ძველი ტატუსმიმქრალ ფერს,საუცხოო ზაფხულის დღეებს ხსოვნა ინახავს,სიყვარულის ხანძარში ხელაღებით ვხტებოდით,ჩაფერფლილიც გვინახავს,აღგზნებულიც გვინახავს.ხან ირაოს შევკრავდით, მიწას არ ვეხებოდით,ხანაც, როგორც თოლია, ზღვისტალღებს ვეხლებოდით,სადღაც ცას და ზღვას შუა, თეთრიღრუბლის ასულთან,ერთხელ მაინც დავშორდით, ჩანსზაფხული დასრულდა.