პოეზია · ლირიკა
***მე არ დაგხვდები, როცა ერთხელაც
მე არ დაგხვდები, როცა ერთხელაცჩემს სანახავად თვალებს გაახელ,ჯერ კი ღამეში ვარ ჩამარხულიდა გულზე ვიფენ მთვარის ბალახებს.და თუ წყვდიადი ისევ დამარცხდა,ყოვლის დამსწრე და დაცამლეწავი,მოვა რიჟრაჟი ჩემს აკლდამასთანდა გამომიხმობს ლაზარესავით.ჯერ კი ღამეა... ის მოვა მერე,ვინც მყვარობს ძმისებრ და ვინც მიშველის,(ვინც ბოლოს შიშით მივუგდე მკვლელებსდა გავექცევი ბრბოში შიშველი).ის ჩვენზე დარდობს, მე - მხოლოდ შენზე,შენ - არავისზე, ანაც - არაფერს.ნუთუ ოდესმე ვერავინ შეხსნისღამის სარკმელზე ვერცხლის დარაბებს.ვერც მიაღწიეს კოშკამდე ბროლის,თუმც დაიღალნენ თვალნი თარეშით,მაინც მგონია, ბოლოს და ბოლოს,გაიღება და, გნახავ მთვარეში.წყალობის მზერით ვის გადმოხედავ,ვის გადმოუფენ დალიდალალებს,რამდენი არის ჩემებრ მოხეტე,ოცნებები რომ ცაში ალალეს.მე არ ვყოფილვარ ბედის რჩეული,თვით ავირჩიე სევდა ავბედად,რომც შემამჩნიო ამდენ სხეულშიშენთან ამოსვლას ვეღარ გავბედავ...მე არ დაგხვდები, როცა ერთხელაცჩემს დასანახად თვალებს გაახელ...ჯერ კი ღამეში ვარ ჩამარხულიდა გულზე ვიფენ მთვარის ბალახებს.