პოეზია · ლირიკა
საყვარელი ლექსი
დავდივარ ასე კარდაკარ,და შიში მიპყრობს ხანდახან,უცნობი გრძნობის კვალდაკვალ,უცნობი ჩრდილის მხარდამხარ.
მზერა მზერას ჰკვეთს ცივ-ცივად,ვარსკვლავი მოსწყდა ციმციმა,ბაღის ეზოში ზის და ზის...დანახვას ნატრობს გზის და მზის...
ნეტავ აირჩევს ვის და ვის,ჭუჭყიან ფურცლებს გვის და გვის...მუზებს ისტუმრებს ჯერ-ჯერად,სიზმრებსა ხედავს ჭრელ-ჭრელად...
ცრემლები მცვივა ცალ-ცალი,სულ დამისველა წამწამი,ყვირილი მესმის ჩურჩულად,ვიღაცა მიყვარს ჩუმ-ჩუმად...