↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე გავიცინებ

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7029 ნახვა

—
ეჰ, რა მაცინებს...ეს სიცოცხლე ერთი წამია...და ამ სიცოცხლის ათვისება ვერ მისწავლია;მინდა თავდახრილს მასველებდესწვიმა ოხერი...მინდა გიპოვო,მოსაძებნად დროს გამოვყევი...იმ ნაბიჯების ხმა მესმის ახლაც, როცა ციოდა...შენი ხელები ბუხარივით მითბობდა სახეს,შენზე ნაფიქრი ყველა სიტყვა ლექსად ცვიოდა,თუ მკითხულობდნენ,გამკიცხავდნენ ვით მოღალატეს...ეჰ, რა მაცინებს...ეს ცხოვრება ერთი წამია,ერთი ვაია, ამოსუნთქვის ერთი აბზაცი,ერთი სიცოცხლის დასასრულის ერთი დაწყება,ერთი ტკივილის ერთ ღიმილში,არას, არ გავცვლი...მაინც ვიცინი...ეჰ, რა ვუყო თუ მიხარია...ალბათ ეს გული თვით ღმერთისგან ნაჩუქარია,მე გავიცინებ,მე ღმერთისგან ვიღებ საჩუქრებს,მე გავიცინებ და ვერავინ ვერ გამაჩუმებს...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი