↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთი დღე ცოლის დღიურიდან (100 სიტყვა)

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7029 ნახვა

—
ბოლო დროს ერთი უცნაურობა დამჩემდა, ყველაფერს ვითვლი...ქუჩაში ნაბიჯებს...სახლში წუთებს...ღამით შენს სუნთქვას...ზუსტად გეტყვი, გაჩერებიდან სახლამდე ორასორმოცი ნაბიჯია...შენი წასვლიდან-მოსვლამდე შვიდასოცი წუთი...დაძინებამდე ასორმოცდაათჯერ მაინც ჩაისუნთქავ და ამოისუნთქავ...დღეს ადრე წახვედი (გაღვიძებიდან ოც წუთში).დილამშვიდობისასთან ერთად მიჩურჩულე, მალე მოვალო - არ დამვიწყებია.დღე მიიწურა, ისევ წუთებს ვითვლი...ბავშვს დღეს მეორედ, უკვე ოთხმოცი წუთია სძინავს და მალე გაიღვიძებს.დღეს ჩემს დღიურში ჩვენი ერთადყოფნის ხუთასოცდამეშვიდე დღეს ვინიშნავ...ოცი წუთია ვწერ და ეს სამოცდამეთოთხმეტე სიტყვაა...ბავშვმა გაიღვიძა და კარზეც კაკუნია...მე ყველაზე ბედნიერი ცოლი და დედა ვარ.ჩემი თბილი, ოჯახური საღამო იწყება.ის კი ვეღარ დავითვალე, დღეს მერამდენედ ვამბობ: დაგვლოცე უფალო!
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი