პოეზია · ლირიკა
საფიქრალი გამომიჩნდა
პატარა ვარ მაგრამ მაინც,სახლში ბევრი საქმე მელის,დღეს თოჯინას ვაცმევ კაბას,ფერებიანს ცისარტყელის.
ხვალ პატარა იხვის ჭუკებს,ჩავსვამ წყალში, ვაბანავებ,და ძილის წინ მოვუყვები,ჩვენს ფისოზე ახალ ამბებს.
- დღეს ცოტათი მოვიწყინე...(ჩუმად მისმენს ჩემი მურა) -სიყვარულის სუნი გაქვსო, -დედამ ყურში ჩამჩურჩულა.
არც ბაჭიამ, არც დათუნამ,არც იმ მურამ, ძირს რომ იჯდა,რა სუნია არ იციან,საფიქრალი გამომიჩნდა.