პოეზია · ლირიკა
როცა პატარა გოგო ვიყავი
როცა პატარა გოგო ვიყავი...წითელი კაბით...კაბისფერ ლოყებს როცა ვმალავდი,თვალების დახრით;როცა პატარა გოგო ვიყავი...ხელში კალათით,ფეხშიშველსა და თმაგაწეწილსყველგან მნახავდით;ხის კენწეროზე, მდინარეში,მინდორში, ბაღში,მუდამ მომღიმარი, მუდამ მცინარი,ჯიუტი ბავშვი.როცა წითელი კაბა მეცვა,პატარა გოგოს,მიყვარდა სიმღერა, მიყვარდა თამაშივენახის ბოლოს.როცა პატარა გოგო ვიყავი...წითელი კაბით...წვიმაში სირბილს არვინ მიშლიდა,ვხარობდი ამით;როცა პატარა გოგო ვიყავი...პატარა ქალი,მაშინ შემიყვარდი,სწორედ მაშინ დაგადგი თვალი......ყოველთვის მახსოვს ის დრო, ის წლები,როგორც სიზმრები,ხანდახან მგონია ისევ ბავშვი ვარ,მაგრამ ვიზრდები...