↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * თქვენ არ გელოდით

ბიბილაშვილი ზაზა

2024-03-131 წთ საკითხავი6219 ნახვა

—
თქვენ არ გელოდათფიანდაზით მორთული წირთხლი,არ დაეძებდაამა სოფლის საბელს კისერი, _ყოფის გალავანსსხვათა შორის მოჰკარით წიხლიდა შემოინგრაშემთხვევით და საბედისწეროდ.
საბედისწეროდ მოასწარითახრაც თვალების(ახლა, მით უფრო,ქვეყანასთან რა მოგარიგებთ!)...ხელი გტაცეს დაღამეულად აყრანტალებულხეებზე თეთრი ყვავებივით ჩამოგარიგეს.
ყელი სამღერად მოიღერეთ,ფრთათა ფართქალით,როცა მზეთამზეს ჩამოსცვივდაამო ჩინჩხალი.მაგრამ შეიტყვეთ _სადღაც მგელმა ჭამა ბატკანიდა წუთისოფლის სამდურავი წამოიჩხავლეთ.
მერე კი... თუმცამერე თვალიც ვეღარ მოჰკარით,ზრიალით როგორ დაბზრიალდაზეცის ჯამ-თასი _გაავებული დაგორავდა მიწის გორგალი,ზედ მირიადი მაინც იდგა ჯუჯა ჯამბაზი.
დედამიწური ხელოვნებით ნაგვირისტევიმდელო შორეთში აფრიალდა _ჭრელი ნაფლეთი _თავრეტდასხმულნითავდაყირათავპირისმტვრევითწამოხვედით და გეგონათ, რომცაში აფრინდით!
თქვენია მთვარის ანარეკლი _თიხა ნახეში,იმქვეყნიურმა განთიადმა თუ არ დაცოფა,სანამ სივრცეში გახირულხართ,როგორც მახეში,და ბაქიბუქობთცის და მიწის შუაკაცობას!
თქვენ არ გელოდათფიანდაზით ნაფენი წირთხლი,არ დაეძებდა ამა სოფლის საბელს კისერი, _გალავანს ისე,სხვათა შორის მოჰკარით წიხლიდა შემოხვედითშემთხვევით და საბედისწეროდ.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი