↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიმშვიდის, სიხარულის, მწუხარების და ნუგეშის შესახებ

გელაშვილი ნაირა

2026-07-183 წთ საკითხავი2154 ნახვა

—
მწუხარების ამბავი
….ოი, მარიამ, დედავ,რატომ არ გძინავს ნეტავ…მთვარე ანათებს არეს,რაღაც ჩუმი ხმა ისმის,თითქოს ირხევა სიმი…ეს ღამის ჩიტი უსტვენს,თუ კვნესის ლერწმის სტვირი?თუ შენ ზუზუნებ ჩუმად,მითხარ,მღერი თუ სტირი?…..მარიამ ჩვილო, სათუთო…წყნარო, მორჩილო, ნათელო,ცრემლები დაგდის მარიამ.….ავაიიიი…! ავაჰმეეეე…!მიწავ დაფარე ჩემი თვალები!ეს რასა ვხედავ, ცაო,თხელი მაჯები,ხელის მტევნები,დაფლეთილი გაქვს,შვილო…
ეს რა უქნიათ შენთვის, ავაჰმეე!რისთვის გგვემეს და გტანჯეს…დედა მოგიკვდეს, ვერ მოგისწარი?შენ ჩემო თვალისჩინო…
ავაიიი…შვილო…აქა ვარ, შენთან…აღარა მყავხარ?ნუთუ მიქრები..ჯერ ხომ თბილი გაქვს,თბილი თითები…
მოდი, კალთაში ჩამიდე თავი…რამ დაგიკაწრა ლამაზი შუბლი…წამწამებზედაც სისხლის წვეთი გაქვს…სისხლიან შუბლზეც თმა დაგკრობია…მოიცა… ნელა გადაგიწიო…აი, სიცოცხლევ, ასე სჯობია…მოდი, მაჯებზე გაკოცო ნელა…გულში ჩავიკრა შენი ხელები…ო, როგორ მუდამ მენატრებოდი…ახლა კი როგორ ცივა და ბნელა…
მოიცა, ჩუმად გიმღერებ ნანას…მოიცა, ისევ ისე დაგარწევ…ნანააა და ნანააა…ვაიიი! ავაჰმეე!
ვაი, შენს დედას! გვერდი როგორ გაუგლეჯიათ!ნუთუ ეს თავად იმან ინება?ვინ იცის როგორ გამწარდებოდი,ალბათ, მეძახდი, ალბათ მნატრობდი…ჰოი, დედებო, ნუ ინატრებთ შვილის დიდებას…
შენი დიდება კი არ მინდოდაშენი სიცოცხლე მსურდა,დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობადა სიხარული, შვილო…
ნანაა… ნანინააა…დაიძინე… გამოშუშდები…და დამშვიდდები… ჩემო კეთილო…
ანკარა წყაროვდა ლერწმის სტვირო…შენ სიყვარულის ზარო,ჰა, პირი გიყო ბნელმა მორევმა,ბოროტებისა ხარომ…
ნანა, სიცოცხლევ,ნანა, სულო,ნანა ნანინაო……..
ვაიიი, სიცოცხლევ, გაგყინვია უკვე თითები…ვაი, შენს დედას,ერთად როდის,სადღა ვიქნებით?
ო, შვილო, შვილო,ნუთუ მიწა შავად ჩაიშლისშენს თვალებს, ტუჩებს,კბილებს და ღიმილს,ჩემი თვალებით, ჩემი ფიქრებითნაალერსებს დაშესწავლილს დადამახსოვრებულს,გამეორებულს,მოგონებულს და შემოვლებულს…ო, ყოველივე ეს იმდენად ერთადერთია….რომ რა არის ის, რაც ამას ბედავს……….
ო, მეუფეო… ხომ გაგონდება…როდესაც ჩემი თანატოლებითამაშობდნენ და ცელქობდნენ, მაშინმე მარტო ვიდექ პატარა ბავშვიდიდ, გრილ ტაძარში…ხელები გულში მქონდა ჩაკრული,თვალები შენსკენ ამოპყრობილიდა ვჩურჩულებდი: ” მე უფლის ვარ…უფლის გოგო ვარ…”….მზე მიიდრიკა…მალე ვარსკვლავებს აანთებ ისევ…და ჩვენი შვილი მათ ვერასდროს ვეღარ იხილავს?
ო, მამავ! მამავ!სატრფოვ ჩემო.მეუღლევ ჩემო,რისთვის დამტოვე?მენატრება შენი სინაზე…მე დავიღალე…ნუ დამაშორებ…გამომიგზავნე მეც სიკვდილის თეთრი შროშანი…და ნუ დამტოვებ დედამიწაზე…
გელაშვილი ნაირა

გელაშვილი ნაირა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი