პოეზია · ლირიკა
მე და ბუნება
მე ტყეს ვესტუმრე თვალებახელილს,აღარც უცოდველს და არც ცოდვიანს,იდგნენ ხეები... მათი სახელი?მე არ ვიცოდი და არც მცოდნია.
ლექსი ავანთო და სხვას გავანდომინდა და ძალა არ მყოფნის ვხედავ,როგორ გავანდო, როგორ გავანდო,არ შრიალებენ ფოთლები ხეთა.
„მაშ, აშრიალდი, გულო მფეთქავო“,ვთქვი და ფოთოლი მოვწყვიტე მწვანე,დავღეჭე იგი, მსურდა მეთქვა, რომმე და ბუნება ვგრძნობდით ერთმანეთს.
1947