↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე გულანშაროში

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8643 ნახვა

—
გულ-ანშარო, გულანშარო, სამეფოო ვაჭართა...ყველა ქალი ვიხილე და ნესტანი კი არ ჩანდა.ვინახულე ნავსადგურის ყველა გემის ბაქანი,ყველა ბაზრის დუქანი და ყველა საქულბაქონი.ლხინი იყო, ამოქონდათ ლოთებს სიტყვა გულიდან,ზოგი ღვინით მთვრალი იყო, ზოგიც - სიყვარულითა.გლოვა მესმა, - ალბათ სადმე აზიელნი მღეროდენ:უმღეროდენ ტანად ალვას, ქალას არა ცეროდენს.უმღეროდენ და მღეროდნენ ასე გულდამწვარები,გულანშაროს ეწვიაო ანგელოსი ყარიბი.მეფის კარზე მიიყვანეს, მეფესავე ბრძანებით.მეფის კარზე ფატმანები, გახდენ ნაფატმანები.გაიოცეს, არ იცოდენ, ასე თუ რამ დალოცა,გააოცა მეფეცა და მთელი გულანშაროცა.შემდეგ თურმე უჩინარი სადღაც გაპარულიყო...დაეძებდენ, დაეძებდენ, როგორც ჩვენში სულიკოს.გულ-ანშარო, გულანშარო, სამეფო ვაჭართა...ყველა ქალი ვიხილე და ნესტანი კი არ ჩანდა.
1949
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი