↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თვალთა სიცილი

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8597 ნახვა

—
თუმცა ჩემი ხარ, თითქმის წელი შესრულდა აგერ,მაინც ვშიშობდი, ო! ვშიშობდი მერე იცი რას?რომ არასოდეს მიცინოდა ეგ შენი ბაგე,თუმცა თვალებმა გამაცოფა და გამაცინა.
შენ თვალებს უნდა კელაპტრებად ავენთო კიდეც,თუმცა წამება შემიგრძვნია ბევრი მათგანაც,არ მინდა, არა, რომ გადავცდე წამების კიდეს,სისულელეა, უაზრობა, იგი რადგანაც.
ერთი იმედად თავიდანვე მაქვს და მქონია,მას დავენდობი, მწარე ეჭვის ცელივით მცელავს,მე ბევრის მნახველს ტრფიალთაგან გამიგონია, -ქალის თვალები გამოხედვით ამბობსო ყველას.
1947
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი