პოეზია · ლირიკა
სეიკო
ვნომრავთ წლებს და თან ვალაგებთ ათ _ ათად და ოც _ ოცად!სიჭაბუკე _ მიგრიალებს და სიბერე _ მოცოცავს...
გადის წლები _ ორ-ორი და სამ-სამი და ხუთ _ ხუთი!მოაქვს ცრემლი და სანაცვლოდ მიაქვს სიცილ-ხითხითი!
ყალბი იუბილეების ხუთ_ხუთი და ათ_ათი!ყალბი ფული, ყალბი ქალი, ყალბი ზნე და ადათი...
თავზე გვადგას დრო _ ჯალათი, აგენტი და ასასი _ხუთ_ხუთი და ათ_ათი და ოცი_ოცი და ას_ასი...
ვინ გაუძლო! რა ათინამ, რა პომპეიმ, რა ტროამ!_ ტარიკუნა! ადი ზემოთ! ნახე ერთი, რა დროა!
შესვა სიმონიკომ სიყვარულის საინძელო
_ გაუმარჯოს კარგ ქალს!გაუმარჯოს კარგ კაცს! _დედამიწის! იქნებმთლად სამყაროს კარკასს!კაცის გამო ქალიროცა კარგავს ჭკუას...ქალის გამო კაციროცა ჭკუას კარგავს...
ქმარს რომ ელის წლობით _ზის, დარდობს და ქარგავს!თან ამ აღვირახსნილდედაკაცებს არ გავს...მომლოდინეს ასეთს _ვენაცვალე კარგ ქალს!
ვენაცვალე კარგ კაცს _დედამიწის კარკასს...