პოეზია · ლირიკა
იყო
იყო მეფე და იყო მთავარი,აზნაურები და უაზნონი.ზოგნი ბრძნე იყვნენ ვით ბალავარი,ზოგნიც უზნეო და უაზრონი.
და სხვებიც იყვნენ არ სამყოფელნი,მორწმუნე ჯვარის და ხან მთვარისა,ყიდდა სამშობლოს - ფეხის მლოკველიშაჰის, ყაენის თუ ხვანთქარისა.
თუმც ისევ იდგა ფარ-ხმალიანი,მაგრამ სხვა ბედი ეწვია მუცელს,თუ მოესმოდა ოქროს ჩხრიალი,ოქროსვე ფიცი მზად იყო უცებ.
1949