↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსი და პირობები

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8591 ნახვა

—
მე სევდიანი მაგიდასთან ვიყავ მჯდომელიდა ხელში მეპყრა მე კალამი მოუხეშავი,მისი ქაღალდზე ხეტიალის ვიყავ მდომელი,ის გაჯიუტდა, დამაყენა მწერალს დღე შავი,
...და დერეფანში აატირეს ბავშვი უზნეოდა იმა ბავშვმა იტირა და აღარ დადუმდა,ამასობაში თქვენ წახვედით სადღაც, მუზებო,ვერრა დამაკლეთ, ლექსის წერას მუზა რად უნდა.
და მე დავწერე იგი ბავშვი როგორ ტიროდა,თუ ხელი როგორ შემიშალა ლექსის წერისას,ამ პირობებმა ჩემი ლექსიც განაპირობა,ამ პირობებში, ვერ დაწერდით სხვები წერილსაც.
მერე კი უფრო აჭრიალდა, როგორც პარკეტიდა თითქოს ვიღაც თითონ უთოს აუთავებდა.ზედმეტი დოზა გადავკარი კარგი ნარკოტის,უთო რაღაცას აუთავებდა გაუთავებლად.
და კვლავ მესმოდა იგი ბავშვი როგორ ტიროდა.ამ პირობებმა ჩემი ლექსიც განაპირობა.
1957
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი