↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიკვდილი მოდის

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8591 ნახვა

—
აი, ავიღე კალამი და მინდა დავწერო,მინდა დავწერო და დავწურო გულის სიმსივნე,მინდა უკვდავი და ლამაზი ფიქრის დარწევადა ჩემს თითებში მომესმება გველის სისინი.
იგი ირხევა, იკლაკნება და თან მიმონებს,ქაღალდზე შხამი დაანთხია, არა მელანი,მერე აფრინდა თითებიდან, როგორც მიმინოდა გაიყოლა ჩემი მზერა, მზერა ელამი.
დავხედავ ნაწერს და სტრიქონებს მისდევს თვალდათვალ,ვფიქრობ, დაწერა ალბათ უცხო ქალვაჟიანი,შედგტნენ თვალები, ყველაფერი თითქოს დამთავრდა,სიცივედაკრულს ველურივით გამაჟრიალებს.
ასე წერია იქ სიტყვები ტვინის მღარავი:სიკვდილი მოდის, მოეღება სიცოცხლეს ბოლო,სიკვდილი მოდის, არ კლავს არავის.
1952
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი