პოეზია · ლირიკა
სახელწოდებების შეცვლა
წმინდა ხელოვნების მოტრფიალეებს,უმდაბლესს უგზავნი სალამს,ვაპირებ შეუცვალო სახელწოდებაზოგიერთ საგნებს.
ჩემი პოზიცია იცოდეთ ყველამ:პოეტი პირობას არ ასრულებსიმ შემთხვევაში, როდესაც არ უცვლისსაგნებს სახელებს.
როგორ დაარქვეს მზეს მზე?მზე რად უნდა ერქვას დღესაც?მე მას დავარქმევდი - მისიფუსს -კატას ორმოცმილიანი ჩექმებით.
განა ფეხსაცმლები არ გვანან კუბოებს?მაშ, დაე იცოდე. ამას იქით და საუკუნოდწაღებს ეწოდება კუბოები.
დაიმახსოვრეთ და ყველას უთხარით,რომ წაღებმა შეიცვალეს სახელწოდება,დრეიდან მათ ეწოდება - კუბოები.
მაშ, კარგი, გრძელია ღამე,და ყველა თავმოყვარე პოეტივალდებულია საკუთარი გააჩნდეს ლექსიკა.და მანამ დავიწყებას მივეცემოდე,ღმერთს უნდა შეუცვალო სახელი.მე უნდა მივცე უფლება ადამიანებს,ყოველმა კაცმა, რაც მოესურვება დაარქვას ღმერთს.დაე, ეს იყოს პირადი პრობლემა,უაღესად პირადი - ყველა ჩვენთაგანისთვის.
1952