↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თვით მიმოზა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
მე მიმოზა დავინახე, უდაბნო და შიშველ მთაზე,მარტო იყო... ნათესავი არ გააჩნდა ქვეყანაზე.ძირს კი, სადაც ქვეყნიური ვნების ხმები სულს სწამლავდა,მარტოობა არ სუფევდა... მეგობრები ყველას ჰყავდა.ეჰ, გულისთქმავ! რა ვუყოთ, თუ მარტოობა შენც გხვდა გზაზე,თვით მიმოზაც ხომ მარტოა უდაბნო და შიშველ მთაზე.და რა ვუყოთ, ბედო ჩემო, თუ ყოველთვის, თუ ყოველთვისსამშობლოსთვის შენ უცხო ხარ, და უცხოა იგი შენთვის? -ის ყოველთვის მარტო არის, ვისიც სული, ვისიც გრძნობაფაქიზია... და ქვეყნიურ გატაცებებს ვერ ენდობა.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი